ენის სიწმინდის დაცვის პრობლემა დღესდღეობით მეტად აქტუალურია. საზოგადოების მეტყველებაში მყარად იკიდებს ფეხს სტილისტურად გაუმართავი წინადადებები, კალკები, ბარბარიზმები და ჟარგონები, რის გამოც ენა კარგავს ლაზათს, უგულვებელყოფილია ენობრივი ნორმები. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეები დააკვირდებიან ერთმანეთის მეტყველებას საკლასო ცხოვრებაში, ოჯახში, ქუჩაში. ჩაინიშნავენ ბარბარიზმებს, ჟარგონებს და იმ შეცდომებს (სტილისტურად გაუმართავი წინანადადებები), რომლებიც ხშირად გვესმის. ამოიწერენ, იმუშავებენ სხვადასხვა ლექსიკონებში, მონახავენ თითოეული ჟარგონის,ბარბარიზმის შესატყვის ქართულ სიტყვას. დაამზადებენ ბროშურებს სახელით: ,,ვწეროთ და ვიმეტყველოდ სწორად", ,,შეცდომაა-სწორია" და მოახდენენ საზოგადოებაში მათ გავრცელებას. ასევე, შეიმუშავებენ და მიიღებენ სადამჯელო ზომებს საკლასო ცხოვრებაში, დამახინჯებული მეტყველების გამო. ბარბარიზმებისა და ჟარგონების ხმარების შედეგად, მოსწავლეებს მოუწევთ აქტიური თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან.
მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი ილაპარაკონ სწორად და შეუსწორონ სხვებს არასწორად წარმოთქმული სიტყვები.